გამწვავებული ვირუსების მკურნალობისთვის 11 მილიონი იხარჯება - დავით სერგეენკო

15 იანვარი 2019, 00:00 1955 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ გრიპის სეზონური გამწვავება ბიუჯეტს, დაახლოებით, 10 მილიონი ლარი დაუჯდება. ამ თანხას ანტივირუსული პრეპარატის “ტამიფლუს” შეძენაში გადახდილი 1 მილიონი ლარიც დაემატება.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს 11 იანვრის გადაწყვეტილებით, ''ტამიფლუ'' ექიმის დანიშნულებით,  ყველა მოქალაქეს უფასოდ ურიგდებათ.

მოქალაქეებს მედიკამენტის მიღება აჭარაში რამდენიმე ლოკაციაზე, სხვადასხვა სააფთიაქო ქსელში შეუძლიათ.

''გრიპის ყოველი სეზონური გამწვავება საშუალოდ 10 მლნ ლარი გვიჯდება, „ტამიფლუს“ შემთხვევაში, დამატებით 1 მლნ ლარი იქნება. რაც შეეხება ვაქცინაციას, დაახლოებით 700 000 ლარი იხარჯება“, – ამბობს დავით სერგეენკო.

მინისტრის თქმით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში გრიპის ვირუსით ავადობის რაოდენობრივი მონაცემები შემცირებულია. 

საქართველოში ე.წ. ღორის გრიპით სულ  17 ადამიანია გარდაცვლილი.

ამავე კატეგორიაში