გადაბრუნებული ნაგვის ურნები და მოგლეჯილი ხე /ფოტორეპორტაჟი/

16 იანვარი 2019, 00:00 16803 ნახვა

ბათუმში ძლიერი ქარია. ქარის სიჩქარემ 25 მეტრ წამს გადააჭარბა.

ქალაქის სხვადასხვა უბანში წაქცეულია მცირე ზომის ხეები, ასევე ფანჩატურები, ნაგვის ურნები და პარკირების ნიშნები. 

ქარმა ლერმონტოვის ქუჩაზე მოსაცდელიც წააქცია.  ჩამსხვრეულია მინები. ამ წუთებში კონსტრუქციის დემონტაჟი მიმდინარეობს. 

პუშკინის ქუჩაზე  ქარმა სამშენებლო ღობე დააზიანა.

"ბათუმის ცენტრალურ პარკში" კი ქარმა სარეკლამო ბანერი წააქცია. 

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს ბათუმში ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. ზღვაზე  შტორმია მოსალოდნელი.

 

ფოტო: ინგა თავბერიძე, გიული ბერიძე, ლოლა ტომასიანი

 

ამავე კატეგორიაში