ჯავახიშვილის ქუჩა გადაკეტეს, რადგან მშენებლობიდან მასალების ჩამოყრის საფრთხეა

16 იანვარი 2019, 00:00 5268 ნახვა

ბათუმში, ივ. ჯავახიშვილის ქუჩაზე კომპანიამ ოთხსართულიან სახლზე ცხრა სართული დააშენა, როგორ მერიაში ამბობენ, 13 სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა მათ პროექტით ჰქონდათ გათვალისწინებული. 

ძლიერმა ქარმა სამშენებლო ჯებირი დაანგრია, წაქცეულია თუნუქის ფირფიტები. ასევე არის საშიშროება, რომ ახლადდაშენებულ სართულზე მოწყობილი კონსტრუქცია დაზიანდეს.

ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, ჯავახიშვილის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომობილების მოძრაობა აკრძალულია. ფიროსმანის ქუჩის დასაწყისამდე გზა ამ დრომდე გადაკეტილია. 

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პრევენციის მიზნით მიიღეს. ობიექტზე დღეს მე-13 სართულს ასხამდნენ, რა დროსაც ქარი გაძლიერდა. ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი ირაკლი მოქიას აცხადებს, რომ დაგეგმილი იყო ახალი სართულის დასხმა, რისთვისაც სპეციალური კონსტრუქცია მოაწყვეს. 

''იყო რისკი, რომ ყალიბში ჩამაგრებული ხის ფირფიტები ჩამოვარდნილიყო. მოხდა დროული რეაგირება. მოქალაქეები, რომ არ დაშავებულიყვნენ გზა გადაიკეტა. ამ წუთებში კი კონსტრუქციის დემონტაჟი მიმდინარეობს. 

კორპუსს კომპანია ''თერმო ჯგუფი" აშენებს, მერიაში ამბობენ რომ მათ მშენებლობის ნებართვა აქვთ. 

ადგილზე ბათუმის მერი ლაშა კომახიძეც იმყოფებოდა. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში