ბათუმში ძლიერი ქარის დროს სახურავიდან ორი მამაკაცი გადმოვარდა

16 იანვარი 2019, 00:00 5701 ნახვა

ბათუმში, ხახულის ქუჩაზე შენობიდან ორი მამაკაცი გადმოვარდა. ბათუმის მერის ლაშა კომახიძის თქმით, ძლიერი ქარის დროს, ისინი სახლის სახურავზე იმყოფებოდნენ. 

''გვაქვს ინფორმაცია, რომ ქარის შედეგად სახურავიდან ორი ადამიანი გადმოვარდა და როგორც ვიცი ერთ-ერთი მათგანი რეფერალურ საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს. მეორე მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმე არ არის'' - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ლაშა კომახიძემ.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ამბობენ, რომ ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ ერთ მამაკაცს დასჭირდა, მეორე კი მსუბუქად იყო დაშავებული. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში