სამორინეში ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა ნაფიც მსაჯულებზე უარი განაცხადა

16 იანვარი 2019, 00:00 1753 ნახვა

ეჭვიანობის ნიადაგზე უზბეკეთის მოქალაქე  ერთი  ქალის მკვლელობისა და ერთის დაჭრის ფაქტზე წინა  სასამართლო პროცესი გაიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ბრალდებული  თურქეთის მოქალაქეა.   ლევენთ ულუთურქს სახელმწიფო 26 ნოემბერს ბათუმში ერთ-ერთ სამორინეში მომხდარ მკვლელობას ედავება. 

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დაცვის მხარეს და ბრალდებულს შესთავაზა, რომ გამოიყენებინათ კანონით მინიჭებული უფლება, რომ საქმეზე ემსჯელა და განაჩენი გამოეტანა ნაფიც მსაჯულებს, რაზეც თურქეთის მოქალაქემ უარი განაცხადა. ამიტომ  არსებით განხილვას მომდევნო სხდომიდან  კვლავ მოსამართლე განაგრძობს. ბრალდებული  დუმილის უფლებას იყენებს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან და 15 წლამდე, ან  უვადო პატიმრობა ემუქრება. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში