საპროკურორო საბჭოს ახალი თავმჯდომარე ნანა ხუნჯუა გახდა

16 იანვარი 2019, 00:00 1484 ნახვა

საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარედ ნანა ხუნჯუა აირჩიეს.  საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სხდომა დახურულ კარს მიღმა საათ ნახევრის განმავლობაში  მიმდინარეობდა. ახალი თავმჯდომარე სხდომაზე ფარული კენჭისყრითა და დამსწრეების ხმათა უმრავლესობით, ორი წლის ვადით აირჩიეს.

ნანა ხუნჯუა საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარედ  12 ხმით აირჩიეს.  წინააღმდეგი იყო საბჭოს 3 წევრი. ახალი კონსტიტუციით საქართველოს მთავარი პროკურატურა გენერალურ პროკურატურად გარდაიქმნა, შესაბამისად ორგანული კანონით საპროკურორო საბჭო აღარ ექვემდებარება იუსტიციის სამინისტროს და უწყების ხელმძღვანელი  თეა წულუკიანი, ვეღარ დაიკავდებდა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას. ნანა ხუნჯუა 2 წლის ვადით აირჩიეს, საბჭოს წევრთა თქმით, მათთვის მნიშვნელოვანი იყო, თავმჯდომარე ყოფილიყო გამსვლელი პროკურორი, ამასთან ისინი მიესალმებიან პროკურატურაში ქალთა როლის გაძლიერებას. იუსტიციის მინისტრი კი საბჭოს წევრი აღარ იქნება.

ამავე კატეგორიაში