ბასილაშვილმა იტალიელი დაამარცხა - სპორტის სიახლეები

16 იანვარი 2019, 00:00 1655 ნახვა

• გუშინ, 15 იანვარს, სოციალურ ქსელში "დინამო" ბათუმის ფანკლუბმა "შავი ზღვის  პირატებმა"  კამპანია წამოიწყო ჰეშთეგით არაწითელს, დინამოთეთრილურჯია. სოციალური პროტესტი, როგორც ფანკლუბის წარმომადგენლები აცხადებენ, მას შემდეგ დაიწყო, რაც შპს "სტადიონის" ფეისბუქ გვერდზე ფოტო გამოჩნდა, სადაც, ნიმუშის სახით, სავარძლები წითელი, თეთრი და ლურჯი ფერების იყო. გულშემატკივრები ეჭვობენ, რომ შესაძლოა მშენებარე სტადიონის შიდა ნაწილი საფეხბურთო კლუბ "დინამო" ბათუმის და ზოგადად, ქალაქის ფერებში არ იქნება გადაწყვეტილი, რომელიც თეთრი და ლურჯია. ბათუმის სტადიონის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ცნობილია სავარძლის ტექნიკური მაჩვენებლები, ხარისხი და ფორმა, ფერთან დაკავშირებით კი, მოგვიანებით მიიღებენ გადაწყვეტილებას,თუმცა ამ ეტაპზე სწორედ იმ ფერებზე მსჯელობენ რომელიც გულშემატკივრებს სურთ. ბათუმში სტადიონის მშენებლობა 2018 წლის 21 იანვარს დაიწყო. 20 ათას მაყურებელზე გათვლილი მოედნის ღირებულება 99 მილიონ 448 ათასი ლარია. უეფას  IV კატეგორიის სტადიონის მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულდეს.

​ • ტოჩინოშინისთვის კი დღევანდელი დღე უიღბლო გამოდგა. ქართველი ფალავანი სეკივაკე ტამავაშის შეხვდა და ოშიდაშის ილეთით წააგო. ამ შეხვედრის შემდეგ ტოჩინოშინის ბალანსი 0:4 გახდა.  ლევან გორგაძის მომდევნო მეტოქე მაეგაშირა შოჰოზანი იქნება, ვისთანაც ბალანსი 14:6-ზე აქვს. რაც შეეხება მეორე ქართველ სუმოტორს, გაგამარუმ ცურუგიშოსთან იორიკირის ილეთით წააგო და ამ დროისთვის ბალანსი 2:2-ზე აქვს. მისი მომდევნო მეტოქე ტაკეკაზე იქნება, ვისთანა  15:6 იგებს.

 

• არაოლიმპიურ სახეობებში 2018 წლის 10  საუკეთესო  ქართველი სპორტსმენები დააჯილდოვეს. ცერემონია ტრადიციულად რადიო JAKO FM-ის იუბილეზე შედგა. არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ფედერაციები სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს, საუკეთესო სპორტსმენები კი ფედერაციის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს. გამარჯვებულებს მედლები და სერთიფიკატებით გადაეცათ. პირველი ადგილი საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ეროვნული ფედერაციიდან კოტე ჯანაშიამ მოიპოვა, რომელიც 7 გზის რეკორდსმენმა ლაშა ტალახაძემ დააჯილდოვა. მეორე და მესამე ადგილები ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა და ლევან საგინაშვილმა  საქართველოს მკლავჭიდის ერთიანი ეროვნული ფედერაციდან  დაიმსახურეს.

• ძიუდოს 2019 წლის სეზონი ისრაელის დედაქალაქ თელ-ავივში 24-26 იანვარს  გრან-პრით გაიხსება. მონაწილეობას  ვაჟებსა და ქალებს შორის 54 ქვეყნის 428 სპორტსმენი მიიღებს. საქართველოს ვაჟთა ნაკრები გრანპრიზე არ იასპარეზებს რაც შეეხება ქალებს საქართველოს ღირსებას 5 ფალავანი დაიცავს: საქართველოს ნაკრების ახალი წევრი 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტატიანა ლევიცკა-შუკვანი და  მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი მარიამ ჯანაშვილი, 57 კგ-ში ევროპის ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი, 70 კგ-ში თბილისის გრან-პრის ბრინჯაოს მედალოსანი მარიამ ჭანტურია  და  ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი სოფიო სომხიშვილი + 78 კგ-წონით კატეგორიაში. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში