აფეთქების შედეგად დაშავებული 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა

16 იანვარი 2019, 00:00 3366 ნახვა

აფეთქების შედეგად დაშავებული 4 წლის ბიჭი გარდაიცვალა. ინფორმაცია კლინიკის ექიმმა დაადასტურა. მისი განცხადებით,  ბავშვის გულისცემის აღდგენა, მეორედ ვერ მოხერხდა.

ლიქვორეა ყურიდან, თავის ტვინის მაგარი გარსი იყო დაზიანებული. გულის რიტმის აღდგენა, საავადმყოფოში  მოყვანის შემდეგ მოხერხდა, თუმცა  დაახლოებით ნახევარ საათში, პროფილური სისხლდენის ფონზე, კვლავ განვითარდა გულის გაჩერება, რის შემდეგაც უკვე განმეორებითი კარდიოპულმონური რეანიმაციის შემდეგ გულის მუშაობის აღდგენა ვეღარ მოხერხდა“ - განაცხადეს კლინიკაში.

აფეთქების დროს გარდაიცვალა კიდევ სამი ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობა  8-მდე გაიზარდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

ამავე კატეგორიაში