საქართველოში გლოვის დღეა

17 იანვარი 2019, 00:00 1760 ნახვა

დიდ დიღომში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო.

გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

ამავე კატეგორიაში