იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები შეხვედრებს მართავენ

01 იანვარი 2019, 00:00 978 ნახვა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები უზენაესი სასამართლოში გასამწესებელ მოსამართლეთა არჩევის წესის შესახებ შეხვედრებს აგრძელებენ. დღეს ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე ევროპული საქართველოს წევრებს შეხვდებიან.

შეხვედრები უკვე გაიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან.  ისინი კანონმდებლებს იმ საკანონმდებლო წინადადების პრინციპებს აცნობენ, რომელშიც გაწერილია უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების  უვადოდ გამწესების წესი, მათი შერჩევის კრიტერიუმები და საკონსულტაციო საბჭოს შექმნის საკითხი. დოკუმენტი მათ პარლამენტში 15 იანვარს დაარეგისტრირეს.  

ამავე კატეგორიაში