რა მოხდა 16 იანვრის ღამეს დიდ დიღომში და ვისი პასუხისმგებლობა დადგება ტრაგედიის გამო

17 იანვარი 2019, 00:00 1914 ნახვა

4 გარდაცვლილიდან 1 მცირეწლოვანი, 4 წლის ბიჭია. მისი გადარჩენა მედიკოსებმა მცდელობის მიუხედავად ვერ შეძლეს. ბავშვის გულისცემის აღდგენა, მეორედ ვერ მოხერხდა.  გარდაიცვალა ბავშვის დედაც.

მოსახლეობის ინფორმაციით, იქ სადაც გუშინ აფეთქება მოხდა, მთელი დღის განმავლობაში იგრძნობოდა ბუნებრივი აირის სუნი,  გამოიძახეს სპეციალისტებიც, თუმცა  ,,ყაზტრანსგაზ თბილისის“ თანამშრომლებმა პრობლემა ვერ აღმოაჩინეს.

გუშინ გვიან ღამემდე კომპანიის თანამშრომლები დაკითხვაზე იმყოფებოდნენ. ახლა სწორედ გამოძიებამ უნდა გასცეს მთავარ კითხვას პასუხი - რა მოხდა 16 იანვრის ღამეს დიდ დიღომში და ვისი პასუხისმგებლობა დადგება ტრაგედიის გამო.

შემთხვევიდან მალევე ქვეყნის  პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრი,ქალაქის მერი და ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდნენ. მოინახულეს დაშავებულები გარდაცვლილის ოჯახებს კი მიუსამძიმრეს. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში