აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი „სილქ როუდ ჯგუფის“ განცხადებას თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში შეისწავლის

17 იანვარი 2019, 00:00 2682 ნახვა

სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო სილქ როუდ ჯგუფი  განცხადებას თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში შეისწავლის

2019 წლის 12 იანვარს გადაცემა „მთავარი აჭარაში“  გავიდა რეპორტაჟი ბათუმის განაშენიანების თაობაზე https://www.facebook.com/AjaraTV/videos/598289937296896/  რის პასუხადაც  „სილქ როუდ ჯგუფმა“ გაავრცელა განცხადება  http://www.bm.ge/ka/article/silq-roud-jgufi-gancxadebas-avrcelebs/28499/?fbclid=IwAR3cqvpPbNYGIr2gy9qqpDVOcuyz19Qx0EBk5fEPF7QfjamwUEKuXrZ7fO4

სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოსთვის მთავარია პროფესიული სტანდარტების დაცვა და საზოგადოების სანდოობა.  შესაბამისად, ყურადღების მიღმა არ ვტოვებთ ამ განცხადებას.

უახლოეს დღეებში სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს თვითრეგულირების კომისია იმსჯელებს თუ როგორ იყო დაცული პროფესიული სტანდარტები და ეთიკური ნორმები აღნიშნული სიუჟეტის მომზადებისას. 

სსიპ აჭარის ტელევიზია და რადიო მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს ჩაერთონ განხილვის პროცესში.

თვითრეგულირების ეფექტიანი  მექანიზმი „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი ინსტრუმენტია და შეესაბამება მაღალ პროფესიულ სტანდარტებს. ითვალისწინებს საჩივრის ეფექტიანად განხილვის გამჭვირვალე პროცედურას და  მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

 

 

 

 

ამავე კატეგორიაში