ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დანგრეულ კორპუსში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

17 იანვარი 2019, 00:00 1670 ნახვა

საქართველო დაღუპულებს გლოვობს - ქვეყანა სამძიმრის წერილებს იღებს. დაშვებულია სახელმწიფო დროშები. როგორც იცით, ტრაგედიის შედეგად გუშინ თბილისში 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია.

5-წევრიანი ოჯახიდან მამა და ორი ბავშვი გადარჩა, დაიღუპა ბავშვების დეიდაც. დაღუპულია მეგობართან მყოფი ახალგაზრდა კაცი. აფეთქების ადგილს მთელი დღეა სწავლობენ ექსპერტ-კრიმინალისტები, მიმდინარეობს გამოძიება.

ვინ დაუშვა შეცდომა, ვინ არის პასუხისმგებელი ადამიანების სიცოცხლეზე, დაცული იყო თუ არა სტანდარტი და შემოწმდა თუ არა შესაძლო გაჟონვა თავის დროზე სათანადოდ? ამ კითხვებს დღეს ყველა მხარე სვამდა - პასუხები გამოძიებამ უნდა გასცეს.

მსგავსი შემთხვევა შარშან ბათუმშიც მოხდა ახვლედიანის ქუჩაზე, თუმცა გამოძიებამ დანაშაულის ნიშნები ვერ გამოკვეთა და საქმე დახურა. ახლა საქმე 4 ადამიანის სიცოცხლეს ეხება, შესაბამისად,  დამნაშავის გამოკვეთას და დასჯას საზოგადოება მკაცრად და მკაფიოდ ითხოვს.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში