აჭარაში შაბათ-კვირას მზიანი ამინდი იქნება 

18 იანვარი 2019, 00:00 2028 ნახვა

სამდღიანი უამინდობის შემდეგ, აჭარაში დღის ბოლოს გამოიდარებს.  ბათუმში შაბათ-კვირას მზიანი ამინდი იქნება. მოიმატებს ჰაერის ტემპერატურაც, სანაპირო ზოლში ღამით +1, +3, დღისით კი +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება. 

მთიან რაიონებში ღამით -3, -5 გრადუსი ყინვა, დღისით +5, +7 გრადუსი სითბო იქნება.  

დღეს საქართველოს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავლენა შესუსტდება. ღამის საათებში საქართველოს ტერიტორიაზე ანტიციკლონური მდგომარეობა შეიქმნება, რისი გავლენითაც ღამით დაბალი ტემპერატურა, დღისით კი მზიანი და თბილი ამინდი დაფიქსირდება.

უქმე დღეებში, დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +11, +13 გრადუსამდე გათბება ჰაერი, აღმოსავლეთის ბარში კი + 8, +10 გრადუსი იქნება. 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში