ინგლისური ენის ვიდეოგაკვეთილი საოჯახო-სასტუმრო სახლებისთვის

18 იანვარი 2019, 00:00 1619 ნახვა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა საოჯახო-სასტუმრო სახლებისთვის ინგლისური ენის შემსწავლელი ვიდეოგაკვეთილი დაამზადა. ვიდეორგოლში გადმოცემულია ის აუცილებელი საკომუნიკაციო ტერმინები და ფრაზები, რაც მასპინძელს ტურისტის მისაღებად, მისთვის ტურისტული სერვისებისა და პროდუქტების შესათავაზებლად  სჭირდება.  

აღნიშნული ვიდეორგოლი უკვე გადაეცა კურორტ გოდერძისა და სოფელ სახალვაშოში მდებარე საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებს, რომლებსაც საკომუნიკაციო ინგლისური ენის შემსწავლელი სემინარ-კურსი ჩაუტარდათ.

ამავე კატეგორიაში