''კომპანიის თანამშრომლებმა გაზგაყვანილობა არაჯეროვნად შეამოწმეს'' - შსს

18 იანვარი 2019, 00:00 2642 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების ფაქტზე ”ყაზტრანსგაზის” ორი თანამშრომელი დააკავა. ეს ის პირები არიან, რომლებიც  მოქალაქეების შეტყობინების შემდეგ, კორპუსში სიტუაციის შესასწავლად მივიდნენ.  

სამართალდამცველებმა, სწრაფი რეაგირების ჯგუფის თანამშრომლები 62 წლის  ვ.მ. და28 წლის თ.ტ. სასამართლო განჩინების საფუძველზე დააკავეს. 

შსს-ს ინფორმაციით, კომპანიის თანამშრომლებმა გაზგაყვანილობა არაჯეროვნად შეამოწმეს, მოსახლეობას კი განუმარტეს, რომ კორპუსში გაზის სუნი არ იყო და საღებავის სუნში ეშლებოდათ.

''გამოძიებით დადგინდა, რომ ავთანდილის ქუჩა N8-ში მცხოვრებმა მოქალაქეებმა აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე „ყაზტრანსგაზის“ ცხელ ხაზზე დარეკეს და დახმარება ითხოვეს, რადგან კორპუსში ბუნებრივი აირის ძლიერი სუნი იგრძნობოდა და ეჭვი ჰქონდათ, რომ გაზი ჟონავდა. ადგილზე მისულმა „ყაზტრანსგაზის“ სპეციალისტებმა - ვ.მ.-მ და თ.ტ.-მ კორპუსში გაზგაყვანილობა არაჯეროვნად შეამოწმეს, მოსახლეობას კი განუმარტეს, რომ კორპუსში გაზის სუნი არ იყო და საღებავის სუნში ეშლებოდათ. სპეციალისტების წასვლის შემდეგ, რამდენიმე საათში მოხდა აფეთქება. აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, რომელთა შორის ერთი მცირეწლოვანია'' - წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დიდ დიღომში აფეთქება 16 იანვარს მოხდა. გარდაიცვალა 4 ადამიანი, 8 კი დაშავდა. 

ამავე კატეგორიაში