გრიპის ვირუსით საქართველოში 18 ადამიანია გარდაცვლილი

18 იანვარი 2019, 00:00 1443 ნახვა

ბოლო მონაცემებით საქართველოში გრიპის ვირუსით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 18-ს შეადგენს. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის განცხადებით, გარდაცვალების ბოლო შემთხვევა ზუგდიდში დაფიქსირდა.

გარდაცვლილია 41 წლის მამაკაცი, ამირან გამყრელიძის თქმით, მამაკაცს ჰქონდა ქრონიკული დაავადება და ამასთან მან საავადმყოფოს ვირუსის დაწყებიდან მხოლოდ მე-6 დღეს მიმართა, მისივე თქმით ბოლო მონაცემებით 100 ათას მოსახლეზე გრიპის ვირუსით ავადობა 253-ია.  

ამავე კატეგორიაში