კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტით გამოწვეული პრობლემები

18 იანვარი 2019, 00:00 1536 ნახვა

დამსაქმებლები სამშენებლო მიმართულებით სპეციალისტების დეფიციტზე საუბრობენ. ამბობენ რომ, დასაქმების ბაზარზე რეალურად მოთხოვნა მაღალია, სხვადასხვა ტიპის სპეციალისტის მოძიება კი რთულდება.

მოთხოვნას ადასტურებენ აჭარის დასაქმების სააგენტოშიც. საუბრობენ ამ მიმართულებით სპეციალიზებული საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარიზაციისა და სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის აუცილებლობაზე.

ამბობენ, რომ მშენებლობებზე არაპროფესიონალი კადრების დასაქმებით სამუშაოს უხარისხოდ შესრულების ალბათობა იზრდება, ამასთან მაღალია უბედური შემთხვევების რისკიც. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში