„არა - ქიმიურ ტერმინალს ბათუმის პორტში“

19 იანვარი 2019, 00:00 1694 ნახვა

აქცია - ბათუმის პორტში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ. ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ ტერმინალი ქალაქში მომწამვლელი ნივთიერებების გავრცელებას შეუწყობს ხელს.კარბამიდის ტერმინალის მშენებარე კომპანიიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ პროექტი მხოლოდ კარბამიდის გადაზიდვას ითვალისწინებს.

მათი თქმით მშენებლობის პროექტზე აჟიოტაჟი ხელოვნურად შექმნილი და პოლიტიზირებულია.კომპანიის ინფორმაციით, ტერმინალის ასაშენებლად 20 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადება იგეგმება. პროექტის თანახმად, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან შავი ზღვის ნავსადგურში აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ლოგისტიკური დერეფანი შეიქმნება.

ამავე კატეგორიაში