„სიცოცხლესთან შეუთავსებელი დარღვევები“- იაშვილის კლინიკა 6 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზებზე

19 იანვარი 2019, 00:00 3225 ნახვა

6 წლის საბა კიწმარიშვილი, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში იაშვილის კლინიკაში მკურნალობდა, წუხელ გარდაიცვალა.ოჯახი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან უცხოელი ექიმის მოწვევას ან საზღვარგარეთ მკურნალობის გასაგრძელებლად დახმარებას ითხოვდა. ოჯახის ინფორმაციით, 6 წლის ბავშვის მდგომარეობა 25 დეკემბერს გაუარესდა.

ის ჯერ ბათუმის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, შემდეგ კი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში. დიაგნოზი, როგორც ბავშვის ოჯახის წევრები აცხადებდნენ, უცნობი იყო. იაშვილის კლინიკამ ბავშვის დიაგნოზთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა. ტექსტში ნათქვამია, რომ გარდაცვლილის დიაგნოზი ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზია.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში