გაზის აფეთქებისას გარდაცვლილთა სამოქალაქო პანაშვიდი

19 იანვარი 2019, 00:00 2647 ნახვა

დიდ დიღომში აფეთქებისას დაღუპულების სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვუეთის ტაძარში მიმდინარეობს. ეკლესიაში ერთი ოჯახის სამი წევრია დასვენებული - ნათია ციცვიძე, მისი მცირეწლოვანი შვილი და და ნინო ციცვიძე.

ტაძარში შეკრებილი არიან დაღუპულების ოჯახის წევრები, ახლობლები და რიგითი მოქალაქეები. გარდაცვლილებს ხვალ დაკრძალავენ. 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი.

ამავე კატეგორიაში