დაკავებულია პირი, რომელმაც ერთ დღეში ბათუმში სამი სუპერმარკეტი დააყაჩაღა

20 იანვარი 2019, 00:00 4493 ნახვა

სამართალდამცველებმა 21 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელმაც ერთ დღეში ბათუმში სამი სუპერმარკეტი დააყაჩაღა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულმა ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან, დანის მუქარით, მოლარეს 900 ლარი გამოსტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მოგვიანებით კი ე.კ.-მ ქალაქში კიდევ 2 სუპერმარკეტი დააყაჩაღა, საიდანაც 829 ლარი და სიგარეტები გაიტაცა.

''სამართალდამცველებმა, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, ბათუმში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცების სახით'' - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში