''ანტიქიმიური კარავი'' ევროპის მოედანზე 

20 იანვარი 2019, 00:00 2162 ნახვა

ბათუმში, ევროპის მოედანზე  ''ანტიქიმიური კარავი'' გაშალეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საინიციატივო ჯგუფი წევრები, ქიმიური ტერმინალის მშენებლობის შესახებ მოქალაქეებს ინფორმაციას, 24 საათიან რეჟიმში მიაწვდიან. 

''კარავი არ დაიშლება, მანამ სანამ პროექტის ავტორები ტერმინალის მშენებლობაზე უარს არ იტყვიან. ამ კარვიდან თითოეულ ბათუმელს მივაწვდით ინფორმაციას, ვიჯდებით კარავში, სანამ ოფიციალური პირები არ გამოვლენ და უარს არ იტყვიან ამ პროექტზე'' - ამბობს ვატო მებუნიშვილი.

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ კარვის დადგმაზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სიტყვიერი შეთანხმება აქვთ. 

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებია

ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა პორტთან საპროტესტო აქცია გამართეს, შემდეგ კი მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ.

მონაწილეებმა გოგებაშვილის ქუჩაზე, საავტომობილო გზის ერთი ზოლი, მსვლელობის დროს დროებით გადაკეტეს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები ევროპის მოედანზე რჩებიან და დამატებით ინფორმაციას პერიოდულად მოგაწვდით.

ფოტო: თეკლა მჭედლიძე, გიგა გელხვიძე, თიკო სუსარეიშვილი

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში