„არა სიკვდილის ტერმინალს“ - საპროტესტო აქცია ბათუმის პორტში

20 იანვარი 2019, 00:00 1390 ნახვა

ანტიქიმიური კარავი'' გაშალეს ევროპის მოედანზე აქციის მონაწილეებმა, რომლებმაც ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან   საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. საინიციატივო ჯგუფის წევრები, ამბობენ, რომ კარავში ქიმიური ტერმინალის მშენებლობის შესახებ მოქალაქეებს ინფორმაციას,  24 საათიან რეჟიმში მიაწვდიან. ვიდრე კარავს გაშლიდნენ საპროტესტო აქცია უცვლელი ფორმითა და მოთხოვნებით გაიმართა პორტის მიმდებარე ტერიტორიასთან, ლოზუნგით- „შეწყდეს ქიმიური შეტევა ბათუმზე“.

აქციის მიმდინარეობისას ორგანიზატორების მხრიდან კიდევ ერთხელ გახმოვანდა იმ ეკოლოგიურ და ეკონომიკურ საფრთხეებზე ინფორმაცია, რომლის წინაშეც, მათი თქმით დადგება რეგიონი ქიმიური ტერმინალის აშენების შემთხვევაში. აქციას შეუერთდნენ სტუდენტები, რიგითი ბათუმელები და  სხვა ქალაქებიდან სპეციალურად დღევანდელი დღისთვის ჩამოსული ადამიანები. აქციის ორგანიზატორების ყურადღების მიღმა არც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის გუშინდელი ქმედება დარჩენილა, რომელმაც ჩვენი არხის პირდაპირ ეთერში გადაცემა „მთავარი აჭარაში“ როგორც თავად ამტკიცებს, კარბამიდი შეჭამა, მის უსაფრთხოებაში საზოგადოების დასარწმუნებლად.   აქციაზე იმყოფებოდა, ასევე ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძე, რომელიც აცხადებს, რომ აქციის ორგანიზატორებმა ტრიბუნა არ დაუთმეს, რათა საზოგადოებისთვის ტერმინალის აშენების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

ამავე კატეგორიაში