ტექინსპექტირების არგავლის გამო 4 დღეში 6 654 მძღოლი დაჯარიმდა

21 იანვარი 2019, 00:00 4025 ნახვა

იანვრიდან 17 იანვრის ჩათვლით, მას შემდეგ, რაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებაგაუვლელი ავტომობილების დაჯარიმების პროცესში ე.წ. ჭკვიანი კამერებიც ჩაერთო, 6 ათას 654 ჯარიმა გამოიწერა.  „ჭკვიანი კამერების“ ჩართვამდე 2019 წლის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მიერ 2 ათას 404 ჯარიმა დაიწერა.

შს სამინისტროს კვლევისა და რეფორმების სამმართველოს ხელმძღვანელის  ინფორმაციით, ტექნიკური ინსპექტირების გვერდის ავლის გამო დაჯარიმებულთა რაოდენობა გაიზარდა. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების არგავლის შემთხვევაში, ფიზიკური პირები 50 ლარით, ხოლო იურიდიული პირები 200 ლარით ჯარიმდებიან.

ამავე კატეგორიაში