მეცხრე სკოლაში ელექტროჩამრთველს ცეცხლი გაუჩნდა

22 იანვარი 2019, 00:00 3915 ნახვა

ბათუმში, მეცხრე საჯარო სკოლაში დღეს სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახეს. ცეცხლი დერეფანში დამონტაჟებულ ელექტროჩამრთველს გაუჩნდა. 

სკოლის ადმინისტრაციის განცხადებით, მეხანძრეების მისვლამდე ცეცხლი საკუთარი ძალებით ჩააქრეს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. არც საგაკვეთილო პროცესი შეფერხებულა.

შემთხვევა, სასწავლო დაწესებულებაში, რამდენიმე წუთის წინ მოხდა. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში