ქუჩაში მუყაოს ყუთების დაყრისთვის ინდმეწარმე 500 ლარით დაჯარიმდა

23 იანვარი 2019, 00:00 2764 ნახვა

ბათუმში, ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონემ მუყაოს ყუთები ქუჩაში დაყარა. ინდმეწარმეს გარემოს დანაგვიანებისთვის 500 ლარის გადახდა მოუწევს. 

ბათუმის ''სანდასუფთავების'' სამსახურში ამბობენ, რომ მოქალაქეებმა ყუთები უნდა დააქუცმაცონ და ნაგვის ურნებში ჩაყარონ. 

''შემთხვევის ადგილიდან, მაღაზია რამდენიმე მეტრის მოშორებით მდებარეობს, ყუთები გამოიტანა და ურნასთან დაყარა, რაც კანონით აკრძალულია. ასეთ შემთხვევაში უნდა დააქუცმაცოს, ან მორიგე ავტომობილს დაელოდოს, რომელიც დღეში 3 ჯერ დადის. ან ცხელ ხაზზე დარეკოს. მონიტორინგი მტელი ქალაქის მასშტაბით ყოველდღიურად ხორციელდება'' - ამბობს შოთა თოდაძე. 

მიმდინარე წელს, მხოლოდ 20 დღეში ''სანდასუფთავების'' სამსახურის თანამშრომლებმა 4 ჯარიმა და სამი გაფრთხილება დაწერეს.

ამავე კატეგორიაში