საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს ამერიკის ელჩი ესტუმრა  

23 იანვარი 2019, 00:00 2460 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში როს უილსონი, 23 იანვარს  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს ესტუმრა. ვიზიტის მთავარი მიზანი ექსკლუზიური ინტერვიუ იყო, რომელსაც მაუწყებელი კვირას, 27 იანვარს სრულად შესთავაზებს მაყურებელს გადაცემაში „კვირის მთავარი“.

მანამდე, საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება ამ ინტერვიუდან მოკლე ამონარიდებს გაეცნოს აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებებსა თუ ინტერნეტსივრცეში. 

ინტერვიუმდე, ელჩი შეხვდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გუნდის წარმომადგენლებს და მაუწყებლის დირექტორს ნათია კაპანაძეს. საუბარი შეეხო აჭარის მაუწყებლის დღევანდელობასა და სამომავლო გეგმებს, ასევე იმას, თუ რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას დღეს მედია საქართველოში.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი როს უილსონი აჭარის მაუწყებელში.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი როს უილსონი აჭარის მაუწყებელში.

ფოტო: დათო ჯაყელიძე

 

ამავე კატეგორიაში