ინტერპოლით ძებნილი ბრიტანეთის მოქალაქე, ქართველ სამართალდამცველებს ჩაბარდა

23 იანვარი 2019, 00:00 1471 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქე თბილისში დააკავა.  ჯ.ს.შ. პოლიციაში, 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა და საქართველოს პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი და ბრიტანელი სამართალდამცველების თანამშრომლობით, ჯ.ს.შ.-ზე საერთაშორისო არხებით ძებნა, მიმდინარე წლის 12 იანვრიდან გამოცხადდა.

31 წლის შეპარდს 2018 წლის ივლისში დაუსწრებლად მიუსაჯეს 6-წლიანი პატიმრობა. არსებული ინფორმაციით მან ბრიტანეთი მარტში დატოვა.

''31 წლის ბრიტანელი ლონდონის ცენტრალური კრიმინალური სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი გაუფრთხილებლობით ერთი პირის სიცოცხლის მოსპობის გამო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შემთხვევა 2015 წლის 8 დეკემბერს მოხდა. ამჟამად, დაკავებული პირის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები'' - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ამავე კატეგორიაში