სერგი მესხის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

24 იანვარი 2019, 00:00 1285 ნახვა

სერგი მესხის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტი  გზის სავალი ნაწილის მოასფალტებას, ტროტუარებისა და ბორდიურების, ასევე, ახალი საკომუნიკაციო ჭების მოწყობასა და მიწისქვეშა ქსელის მოწესრიგებას ითვალისწინებს.

ამ ეტაპზე სანიაღვრე სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ქუჩის სრული კეთილმოწყობა  სექტემბერში დასრულდება. პროექტის ღირებულება 2 მილიონ 500 ათას ლარია.  სამუშაოების მიმდინარეობას ბათუმის მერი გაეცნო. 

ამავე კატეგორიაში