აიდი ბარათზე უარის თქმის გამო, შესაძლოა, ექიმი სამსახურიდან დაითხოვონ

24 იანვარი 2019, 00:00 4398 ნახვა

აქცია გაიმართა დღეს ოჩხამურში ექიმის მხარდასაჭერად - სოფლის სამედიცინო დაწესებულების ექიმმა შესაძლოა სამსახური დაკარგოს - მიზეზად ID ბარათზე უარის თქმა სახელდება. უფრო კონკრეტულად კი  ექიმს საქმის ელექტრონულად წარმოებისთვის ელექტრონული ხელწერა ესაჭიროება, ეს კი მხოლოდ ბარათის აღების შემთხვევაშია შესაძლებელი.

ირინა მჟავანაძე ძველი, ლამინირებული, ვალიდური პირადობის მოწმობით სარგებლობს, იგი ბარათზე უარს რელიგიური რწმენის გამო ამბობს და ფიქრობს, რომ სახელმწიფომ ალტერნატივა უნდა შესთავაზოს. ხელისუფლებას მიმართავენ სხვა ოჩხამურელები - აცხადებენ, რომ კეთილსინდისიერი ექიმისთვის ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარის თქმა მათთვის შეურაცხმყოფელია, რადგან საქმე რელიგიურ რწმენას ეხება და სისტემა მოქალაქეს დისკრიმინაციულად არ უნდა მოექცეს.

ცნობისთვის, მსგავსი თემა რამდენიმე წლის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის საგანიც ხდებოდა, თუმცა საბოლოოდ ID ბარათების წინააღმდეგ სასამართლოში დაწყებული დავა მოსარჩელემ თავად შეწყვიტა.

არსებობს თუ არა ალტერნატივა? რას ფიქრობენ ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებში? ირინე წუწუნავა და სოფო მაკარაძე თემის დეტალებით. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში