აბონენტებისთვის წყლის ჩართვა ეტაპობრივად მიმდინარეობს

24 იანვარი 2019, 00:00 1587 ნახვა

აბონენტებს, რომლებსაც წყალი დაახლოებით 6 საათის განმავლობაში არ მიეწოდებოდათ, წყალმომარაგება ეტაპობრივად აღუდგებათ. რამდენიმე ქუჩაზე სისტემაში წყალი უკვე გაუშვეს.

​''ბათუმის წყლის'' ინფორმაციით, მაგისტრალური მილსადენი, კონტრაქტორმა კომპანიამ, მიწისქვეშა კომუნიკაციებზე სამუშაოების შესრულებისას დააზიანა. 

კომპანიაში აცხადებდნენ, რომ მოქალაქეებს შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გაუგზავნეს. 

''ბათუმის წყალმა'' იმ ქუჩების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, სადაც წყალი გაითიშებოდა, თუმცა მოგვიანებით შეზღუდვების არეალი გაიზარდა. დასახელებული მონაკვეთების გარდა, კიდევ ათამდე ქუჩის მცხოვრებლებს წყალი გაეთიშათ. 

ამავე კატეგორიაში