მამია ვარშანიძის შესახვევში გარეგანათება გათიშულია

25 იანვარი 2019, 00:00 1786 ნახვა

მ. ვარშანიძის შესახვევში, დაახლოებით ერთი თვეა გარეგანათება გათიშულია. მოქალაქეები ყვებიან, რომ ღამით გადაადგილება სახიფათოა, რადგან ქუჩა ჩაბნელებულია. ასევე მოუწესრიგებელია გზა. 

''განათება გათიშულია, ზამთარში ადრე ღამდება და ქუჩაში ფარნის გარეშე გასვლა შეუძლებელია. განსაკუთრებით რთული სიტუაციაა წვიმიან ამინდში, როდესაც ქუჩა იტბორება, მაშინ გადაადგილება განსაკუთრებით რთულია'' - ამბობს ლელა მიქაბერიძე

პრობლემის შესახებ ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში იციან. სულხან ევგენიძე ირწმუნება, რომ  ვარშანიძის შესახვევში გარეგანათების სისტემას, ქუჩის რეაბილიტაციის შემდეგ მოაწესრიგებენ. 

''ვარშანიძის ქუჩის მოწყობაზე გამოვაცხადეთ ტენდერი, გამარჯვებული თებერვლის თვეში გამოვლინდება. სადაც ქუჩა მოწესრიგებულია, იქ განათებაც გაკეთებულია. აღწერა უკვე გაკეთდა და საპროექტო სამსახურს  მიცემული აქვს დავალება, შესაბამისად განათების მოწესრიგება ეტაპობრივად მოხდება“, - განაცხადა ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსმა. 

 

გიგა გელხვიძე

ამავე კატეგორიაში