შსს-მ დავით ერაძის სახლზე სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

25 იანვარი 2019, 00:00 1330 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ''რუსთავი 2-ის'' ჟურნალისტის, დავით ერაძის საცხოვრებელ სახლზე სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყებაში, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, რომ გამოძიება  236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ამ ეტაპზე კი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჟურნალისტის საცხოვრებელ სახლს, რამდენიმე საათის წინ ესროლეს. დაზიანებულია კარი, ტყვიის მასრა კი აივანზე გდია.

''რუსთავი 2'' წერს, რომ ''დავით ერაძის ერთ-ერთი ბოლო სიუჟეტი მოჭიდავეების საქმის სკანდალს ეხებოდა. სწორედ, მან მოიპოვა ვიდეო-მასალა, რომელიც ევროპის ჩემპიონსა და ფედერაციის პრეზიდენტს შორის კონფლიქტს ასახავდა. სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ სამართალდამცველებმა გეგა გეგეშიძე დააპატიმრეს''. 

ამავე კატეგორიაში