შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკების ინტერნეტით გავრცელების სქემა გამოავლინა

25 იანვარი 2019, 00:00 4390 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ნარკოტიკების ინტერნეტით გავრცელების ახალი სქემა გამოავლინა და 9 პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, სხვადასხვა ტერიტორიაზე არსებული სამალავებიდან სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ საკომუნიკაციო აპლიკაცია „ტელეგრამისმესენჯერში შექმნეს ჯგუფები და სარეალიზაციო ონლაინ მაღაზია. დაკავებულები ნარკოტიკს ასაღებდნენ ჯგუფის წევრებზე, რისთვისაც შესაბამის ფულად ანაზღაურებას იღებდნენ.

პოლიციამ, ერთერთი დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, დაახლოებით, 100 გრამი ნარკოტიკული საშუალება “ჰაშიში” ნივთმტკიცებად ამოიღო. ერთ შემთხვევაში საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ამოღებულია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. ბიო და ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“, რომლებიც განკუთვნილი იყო „ტელეგრამში“ არსებული ჯგუფების მომხმარებლებზე გასასაღებლად.  

გამოძიებამ დაადგინა, რომ მათ სხვა ბრალდებულების მიერ გადაცემული ნარკოტიკების დაფასოება და სხვადასხვა ადგილზე სარეალიზაციოდ განთავსება ევალებოდათ.  პოლიცია კვლავ განაგრძობს ნარკოტიკების ამოღების პროცესს.მისივე თქმით, გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს. 

ამავე კატეგორიაში