გრიპის საწინააღმდეგო აცრა ორსულებისთვის უფასოა

25 იანვარი 2019, 00:00 1735 ნახვა

დღეიდან ორსულებისთვის გრიპის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უფასოა. ვაქცინა უკვე ყველა რაიონულ ცენტრში დარიგდა, მათ შორის აჭარაშიც, გარდა ამისა, უფასოდ აცრიან ორსულებს “ევექსის” კლინიკებშიც.

ცნობისთვის, ორსულის აცრა გრიპზე სასურველია, ხოლო წითელაზე არ შეიძლება. ბოლო მონაცემებით,  გრიპის ვირუსი მკვეთრად არის შემცირებული, თუმცა, როგორც ცენტრში აცხადებენ, რისკი კვლავ არსებობს.

რაც შეეხება წითელას – საქართველოში წითელას ფართომასშტაბიანი ეპიდემიური აფეთქებაა, თუმცა, მოსახლეობის მიმართვიანობა ვირუსული დაავადების საწინააღმდეგო აცრებზე იზრდება. წითელას პრევენციის მიზნით  აჭარის სამედიცინო ცენტრებში აცრის ჩატარება შესაძლებელი იქნება შაბათ-კვირასაც, 10-დან 17 საათამდე.

ამავე კატეგორიაში