წითელას და ე.წ ღორის გრიპის შემთხვევები და პრევენცია

26 იანვარი 2019, 00:00 1503 ნახვა

გრიპის შემთხვევები მცირდება _ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ ვირუსის პირველი ტალღა დასრულდა. რუსუდან შავიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვნად შემცირდა მიმართვიანობა ამბულატორიულ და სტაციონარულ განყოფილებებში.

მისი თქმით, სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიურად პაციენტი მიმართვიანობა, 200-დან 119-მდე შემცირდა. რაც შეეხება წითელას, ინფიცირებულთა რაოდენობა 12-ს აღწევს. პარალელურად მიმდინარეობს წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რის გამოც პოლიკლინიკებში ამცრელი კაბინეტი უქმეებზეც მუშაობს. უწყების ინფორმაციით, ბოლო დღეებში 2 ათასამდე არაგეგმიური აცრა გაკეთდა. 

ამავე კატეგორიაში