ბუთურაულში წყლის მაგისტრალის მშენებლობა დასრულდა

27 იანვარი 2019, 00:00 1978 ნახვა

სოფელ ბუთურაულში სასმელი წყლის მაგისტრალის მშენებლობა დასრულდა. 29 კილომეტრიანი წყალსადენის სათავე ნაგებობა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რაქვთშია.

მაგისტრალის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო,თუმცა ხარვეზების გამო დასრულება გაჭიანურდა. წყალსადენი სატესტო რეჟიმში მუშაობს. სამუშაოები შუახევის მერიის ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდა.

ამავე კატეგორიაში