წმინდა ნინოს ხსენების დღე

27 იანვარი 2019, 00:00 1808 ნახვა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს  წმინდა ნინოს ხსენებას აღნიშნავს. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინა ბათუმის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში.

საეკლესიო სწავლებით მოციქულთა სწორი ქალწული  საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით, მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას დროს შემოვიდა.  მისი  ქადაგებით, ქვეყანაში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. წმიდა ნინოს ხსენებას საქართველოს ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს.

ამავე კატეგორიაში