2020 წლიდან სკოლებში მე-11 და მე-12 კლასის გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება

28 იანვარი 2019, 00:00 16694 ნახვა

ფოტო:არქივი

2020 წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება, – ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განათლების სისტემის ახალი მოდელის პრეზენტაციაზე განაცხადა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ავრცელებს.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ძირითადი ცვლილებები 2020 წელს ამოქმედდება. მანამდე კი, კერძოდ, 2019 წელს მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გაუქმდება გამოსაშვები გამოცდები, თუმცა აღნიშნული გამოცდები წელს შენარჩუნდება მეთორმეტე კლასელებისათვის.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული ცვლილება განათლების სისტემაში სკოლის როლის გაძლიერებას ემსახურება.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში