აჭარაში მომდევნო 5 დღე უნალექოდ ჩაივლის

28 იანვარი 2019, 00:00 1761 ნახვა

აჭარის სანაპირო კურორტებზე, მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში უმეტესად უნალექო და თბილი ამინდი იქნება.

28 და 29 იანვარს ტემპერატურა +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება, ოთხშაბათსა და პარასკევს კი +17, +19 გრადუსამდე დათბება. პერიოდულად იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ძლიერი ქარი.

მთიან ზონაშიც მიმდინარე კვირის განმავლობაში, თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ტემპერატურა +9, +11 გრადუსი.

თბილი და მზიანი ამინდი, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზეა მოსალოდნელი. 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში