ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარი იყო

29 იანვარი 2019, 00:00 4316 ნახვა

 ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარი იყო. ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე ათასი ოჯახია შესახლებული, საცხორებელი იწვოდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, გაუმართავ ელექტროსადენებს გაუჩნდა ცეცხლი და სახლს გადაედო. ადგილზე მუშაობენ სახანძრო ბრიგადები.

თვითმხილველების თქმით, პირველადი მონაცემებით, საცხოვრებელ ხის ფარდულში არავინ იმყოფებოდა. ცეცხლმოკიდებული შენობის მომიჯნავე საცხოვრებლებიდან მოქალაქეების გამოიყვანეს. 

"გაუმართავი სადენების გამო ამ წუთას ე.წ. " ოცნების ქალაქში" კიდე ერთი სახლი იწვის... რაც საფრთხეს უქმნის ბევრ ოჯახს,რადგანაც ძალიან მჭიდრო დასახლებაა!! 
ამხანაგობის სახელით არაერთხელ მივმართე პრემიერს , აჭარის მთავრობას და სხვა სამსახურებს გაცხადებით,რომ ეშუამდგომლათ ენერგო პრო ჯორჯიასთან და მათი წარმომადგენლები დაენიშნათ,რომ ტექნიკურად უსაფრთხოთ გაემართათ ელექტროსადენები, სამწუხაროდ რეაგირება არ ყოფილა.... ფაქტი სახეზეა, მერამდენე სახლი იწვის და ისედაც მძიმე სოციალური პირობების მქონე ოჯახები, რომლებმაც ძლივს ააკოწიწეს საცხოვრისი ერთ წამში ფერფლად იქცევა, მადლობა უფალს მსხვერპლი არაა.... 
ცნობისთვის აქ 1000 ბავშვი ცხოვრობს" -წ ერს სოციალურ ქსელში ნარგიზ დიასამიძე, რომელიც ამავე დასახლებაში ცხოვრობს.  

ამავე კატეგორიაში