''სასამართლომ მოკლა ზაზა ართმელაძე, საკმარისია'' - ოჯახი გადაწყვეტილებას ითხოვს

30 იანვარი 2019, 00:00 4504 ნახვა

''გთხოვთ დროულ მართმსაჯულებას', ''სამი წელია უსამართლობას ვებრძვით'' - ზაზა ართმელაძის ოჯახის წევრები, ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან აქციას მართავენ. ისინი ქობულეთში, სასტუმრო ''არმაზში'' მომხდარი ხანძრის საქმეზე, გადაწყვეტილების დროულად გამოცხადებას ითხოვენ. 

ამბობენ, რომ მოსამართლემ პროცესი დროში გააჭიანურა. საქმის განხილვა დაახლოებით სამი წელია მიმდინარეობს. საქმის ბრალდებული გარდაცვლილია. 

აქციის მონაწილეებმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, უთხრეს რომ მოსამართლე ლევან გელოვანს გადაწყვეტილება 1 თებერვალს უნდა გამოეცხადებინა, თუმცა მათი ინფორმაციით უვადოდ გადაიდო. ყვებიან, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მოსამართლის მდივანმა მიაწოდათ

ტრაგედია სასტუმრო „არმაზში“ 2015 წლის მაისში მოხდა. ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი რუსთავიდან ქობულეთში გასტროლებზე იყო ჩამოსული. ხანძარი გამთენიისას მოხდა და მას სამი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

ბავშვები სასტუმროს ნომრებში იმყოფებოდნენ. ცეცხლმა მთელი სასტუმრო მოიცვა. ექსპერტიზის მონაცემებით, ხანძრის მიზეზი ძველი ელექტროგაყვანილობა გახდა. სასტუმროს მფლობელი მომხდარიდან ხუთი თვის შემდეგ დააკავეს და სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევაში დასდეს ბრალი.

ბრალდებულმა  2017 წლის 29 მაისს, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ზაზა ართმელაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა, იგი 2016 წლის 22 აპრილს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში