ქურდულ სამყაროსთან კავშირსა და გარჩევებში ბრალდებულთა სასამართლო პროცესი გადაიდო

30 იანვარი 2019, 00:00 1332 ნახვა

ქურდულ სამყაროსთან კავშირსა და გარჩევებში ბრალდებულთა სასამართლო პროცესი გადაიდო. მიზეზი ერთ-ერთი ბრალდებულის ზაალ ახვლედიანის ადვოკატის მოთხოვნა გახდა. პაატა ნაკაიძის მტკიცებით, ბრალდების მხარის მტკიცებულებები სრულყოფილად არ არის წარმდგენილი და მათი შესწავლისთვის გონივრული ვადა მოითხოვა. უფლებადამცვლელი ამ მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობასაც ითხოვს. მსგავსი პრეტენზიები ჰქონდა ბრალდებულ შოთა კეკელიძის ადვოკატსაც. ბრალდების მხარე ამბობს, რომ მტკიცებულებები ადვოკატებს სრულად გადაეცათ და მათ შესასწავლად საკმარისი დრო ჰქონდათ.

პროკურორები არ გამორიცხავენ რომ დაცვის მხარეს სასამართლოს შეცდომაში შეყვანისა და საქმის გაჭიანურების მცდელობა ჰქონდეს ადგილი. პროკურორების პოზიცია გააპროტესტეს ბრალდებულებმა.
 

ამავე კატეგორიაში