ბსუ-ში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს

30 იანვარი 2019, 00:00 1666 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს. პროცესი რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ვაქცინაცია უფასოა და სურვილის შემთხვევაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები აცრებს კერძო და სახელმწიფო სასწავლებლებში ჩაატარებენ. ასევე მოთხოვნის გაგზავნა შეუძლიათ კაფე-ბარებსა, რესტორნებისა და სასტუმროების ადმინისტრაციებს.

სტუდენტების უმრავლესობა ამბობს, რომ ვაქცინაციას მხოლოდ იმიტომ იკეთებენ, რომ სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შიში აქვთ, თუმცა რექტორი აცხადებს, რომ საქმე აქამდე არ მივა. საკითხს უნივერსიტეტი 2 თვეში გადაწყვეტს. 

ამავე კატეგორიაში