მოგვცენ კომპენსაცია ან გაგვასახლონ - აქცია ოპიზრების ქუჩაზე

30 იანვარი 2019, 00:00 2768 ნახვა

ოპიზრების ქუჩაზე მცხოვრები 14 ოჯახი კომპენსაციას ითხოვს. ისინი პრობლემის მოსაგვარებლად მთავრობას მიმართავენ. 

მოქალაქეებმა დღეს აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრობენ. შემოვლითი გზის მშენებლობის გამო, სახლები დაიბზარა, ასევე აწუხებთ ხმაური. ორი დღეა კი სასმელი წყალიც არ მიეწოდებათ.  

აქციის მონაწილეების თქმით, კომპენსაციის მიღების შემდეგ საცხოვრებელ სახლებს დატოვებენ.

"ერთი კვირის წინ დაიწყეს მიწის გათხრა და ისეთი გაუსაძლისი ხმაურია აქ გაჩერების გვეშინია. სახლის კედლები დაიბზარა. 2 დღეა წყალი არ გვაქვს, რაღაც დააზიანეს. მივდივართ მშენებლებმა არ იციან, უფროსებს მიმართეთო გვეუბნებიან. აქ გაჩერება შეუძლებელია. მოგვცენ კომპენსაცია და გადავსახლდებით" - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ფატი გორგილაძემ.

ოპიზრების ქუჩაზე ოჯახების ნაწილი თვითნებურადაა შესახლებული, რამდენიმეს კი სახლი საკუთრებაში აქვს. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში