საპროტესტო აქცია სასამართლოსთან- განაჩენის გამოცხადება ერთი თვით გადაიდო

30 იანვარი 2019, 00:00 1911 ნახვა

ქობულეთში, 4 წლის წინ სასტუმრო „არმაზში“ მომხდარი ხანძრის საქმეზე მოსამართლე განაჩენს 1 მარტს გამოაცხადებს. დღეს გახდა ცნობილი, რომ სასამართლო პროცესი ერთი თვით გადაიდო.  ბრალდებულის ზაზა ართმელაძის ოჯახის წევრები შეიკრიბნენ დღეს  საქალაქო სასამართლოსთან  და გადაწყვეტილების დროულად გამოტანა მოითხოვეს.

ზაზა ართმელაძის ოჯახის წევრების განცხადებით, საქმე სპეციალურად ჭიანურდება და მოსამართლეზე ზეწოლაა, რომ მან ბრალდებულზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, რომელიც უკვე გარდაცვლილია. ზაზა ართმელაძეს პროკურატურა სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავებოდა. ტრაგედია, რასაც სამი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა, სასტუმრო „არმაზში“ 2015 წლის მაისში მოხდა. 

ამავე კატეგორიაში