რუსული თაფლის ნიმუში სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა - შესყიდვების სააგენტო

31 იანვარი 2019, 00:00 1868 ნახვა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, თაფლის ტენდერში მონაწილე კომპანიას დისკვალიფიკაცია მიენიჭა, რადგან წარმოდგენილი ნიმუში სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა. 

საკითხზე სატენდერო კომისიამ მუშაობდა, რომლებმაც რუსული თაფლი დაიწუნეს. 

საუბარია ნატურალური თაფლის ტენდერზე, გამარჯვებულ კომპანიას შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა სახელმწიფო უწყებების თაფლით უნდა მოემარაგებინა.  

''მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ავრცელებს განცხადებას ნატურალური თაფლის (CON18000093) ტენდერთან დაკავშირებით. აღნიშნულ ტენდერში დაბალი ფასის შემოთავაზების მქონე კომპანიამ „ვ.ტ“ მოქმედი კანომდებლობისა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნის შესაბამისად წარმოადგინა ნატურალური თაფლის ნიმუში. სატენდერო კომისიამ შეაფასა წარმოდგენილი ნიმუში. კომისიის გადაწყვეტილებით, პრეტენდენტს მიენიჭა დისკვალიფიკაცია, ვინაიდან წარმოდგენილი ნიმუში არ აკმაყოფილებდა სატენდერო დოკუმენტაციითა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს'' - წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საკითხი საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობისა და განხილვის საგანი გახდა. თაფლის  მწარმოებლები ითხოვენ, რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შს სამინისტროსთვის რუსულის ნაცვლად ქართული თაფლი მიეწოდებინა.

შპს "ვიტმა", ყველაზე დაბალი ფასი შესთავაზა შესყიდვების სამსახურს. კომპანიის წარმომადგენელი იუზა ჯოგლიძეა, რომელმაც შესყიდვების სამსახურს 400 ათასი ლარის ბრუნვის დოკუმენტები აუტვირთა, საიდანაც ჩანს, რომ აღნიშნული კომპანია ბოსტნეულის და სხვა ტიპის პროდუქტების ყიდვა გაყიდვით არის დაკავებული. 

ამავე კატეგორიაში