ბათუმში ლერმონტოვის ქუჩაზე ბაღი აშენდება

31 იანვარი 2019, 00:00 3143 ნახვა

ბათუმში ლერმონტოვის ქუჩაზე ბაღი აშენდება. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა მიმდინარე წლის აპრილში უნდა დაიწყოს და 2020 წლის ოქტომბერში დასრულდება. 

სამუშაოებისთვის 2 მილიონ 195 ათას 600 ლარია საჭირო, დოკუმენტაციაში წერია, რომ 878 ათას ლარს მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ითხოვენ. 

ახალი დაწესებულება ლერმონტოვის #96-ის მიმდებარედ აშენდება. 

ქალაქში  ბაღების სიმცირეზე, მოქალაქეები დიდი ხანია საუბრობენ. ყოველწლიურად ასობით ბავშვი, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მიღმა რჩება. 

ბათუმში 33 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. ამ ეტაპზე,  ახალი ობიექტის მშენებლობა არ მიმდინარეობს.

ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, სკოლამდე აღზრდის დაწესებულებაში დაახლოებით 8000 აღსაზრდელი ჰყავთ. გასულ წელს კი ბაღს მიღმა 400-მდე ბავშვი დარჩა. 

ამავე კატეგორიაში