სამზადისი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატისთვის

31 იანვარი 2019, 00:00 1955 ნახვა

თბილისის შემდეგ მიმდინარე წლის 6-13 აპრილს  ბათუმში ევროპის ჩემპიონატზე კონტინენტის  უძლიერეს  ძალოსნებს  ვიხილავთ. საქართველოდან ჯამში 14 სპორტსმენი იასპარეზებს, მათ შორის ჩვენი რეკორდსმენი ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონები ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე.

2019 წელს ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ალბანეთის ქალაქ დურესში ერთმანეთს  საქართველო, ესპანეთი, პოლონეთი და თურქეთი ეცილებოდა.  თურქეთმა  საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, დარჩენილი სამეულიდან კი ევროპის ძალოსნობის ფედერაციამ საუკეთესოდ საქართველოს შავიზღვისპირა ქალაქი  ბათუმი  მიიჩნია.

ჩვენი რეგიონი ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს 800-მდე სტუმარს მიიღებს. ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაცია სპორტულ ტელეარხ „ევროსპორტზეც“ გადაიცემა და ჯამში, ბათუმში გასამართ პირველობას 60 მილიონიანი აუდიტორია ეყოლება.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში